დეკანოიძე რ2-ის საქმეზე: ვიღაცეებს ჰგონიათ თავისუფლების საბოლოო ბასტიონი დაამარცხეს

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ “კურიერთან” განაცხადა, სადაც “რუსთავი ორის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილაბას გამოეხმაურა.

“მნიშვნელოვანია ამოწურული იყოს ყველა სამართლებრივი ბერკეტი. უპირველესი ეს არის გასაჩივრების 3 თვიანი ვადა, რომელიც კრძალავს ყველანაირი შემოჭრის და გადაფორმების მცდელობას ხელისუფლების მხრიდან.

ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ თავისუფლების საბოლოო ბასტიონი დაამარცხეს, მაგრამ ეს ასე არ არის. მარტივია, ამ ქვეყანაში ივანიშვილის გარდა არსებობს კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი, ხალხი, რომლისთვისაც “რუსთავი 2” არის თავისუფალი სიტყვა,“-ამბობს დეკანოიძე.

ცნობისთვის, დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...