დეკანოიძე: “ქართულ ოცნება” და “პატრიოტთა ალიანსი” ერთ ნავში სხედან

“ქართულ ოცნება” და “პატრიოტთა ალიანსი” ერთ ნავში სხედან. “პატრიოტთა ალიანსი” იმიტომ არის პარლამეტში რომ ბიძინა ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ გადაცემა “ღამის მთავარში” განაცხადა.

“პატრიოტთა ალიანსი” არის პარლამენტში და ირმა ინაშვილი არის ვიკესპიკერია და  სწორედ იმიტომ არიან, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ასე.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი არ შეესაბამება იმ ფასეულობებს სადაც არის დასავლეთი. მოუხედავად იმისა, რომ ოლიგარქია, მას რუსული მმართველობის სტილი აქვს, მას არ ესმის რა არის დასავლეთი და რა ფასეულობები უნდა ჰქონდეს და რატომ არის მნიშვნელოვანი რა ფასეულობებისთვისაც ეს ვიბრძვით. იგი არის ადამიანი, რომელიც თავისებურად, არასწორად უყურებს სახელმწიფოს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. მას მიაჩნია, რომ ეს არ არის სახელმწიფო, მას მიაჩნია, რომ ეს არის ტერიტორია, რომელშიც ის გადააადგილებს ყველაფერს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად