დეკანოიძე, ქარდავა, სანიკიძე და ღლონტი შსს-ში 11:00 საათზე გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

შსს-მ გამოკითხვაზე “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გუბაზ სანიკიძე, გაერთოანებული ოპოციზიის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და “კანონი და სამართალის” წარმომადგენელი ირაკლი ღლონტი 2019 წლის 20-21ივნისს თბილისი განვუთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარა.

თუმცა, არცერთი მათგანი  შსს-ში გამოკითხვაზე მისვლს არ აპირებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი გამოკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან მივლენ. ამის შესახებ დეკანოიძემ, ქარდავამ, სანიკიძემ და ღლონტმა “კურიერთან” განაცხადეს.

„ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში მაგისტრანტ მოსამართლესთან თუმცა რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გუშინწინდელ გავრცელებულ კადრების შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები შედიოდნენ კორდონში როდესაც დაიწყეს მხუთავი გაზის სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ,“-განაცადა ხატია დეკანოიძემ.

ბაჩუკი ქარდავას თქმით კი „ძალამ გამოიყენა გახარიას უწყებამ და ახლა გახარიამ უნდა გამოიძიოს რაღაც საქმე, რომელსაც აპირებენ შეკერონ და ფაქტიურად გამოიყენონ იმისათვის , რომ იქნებ რამენაირად სიტუაცია ჩააცხრონ. ვერაფერს ვერ შეკერავენ. იმიტომ რომ ამათ დიქტატურას აქვს კარიკატურული და სასაცილო სახე,“-განაცხადა

გუბაზ სანიკიძე კი აცხადებს: “გადასერივია, ველოდებოდი ამას დიდი სასოებით. იმიტომ, რომ როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები მაშინ პატრიოტები ციხეში უნდა ვიჯდეთ. ადამიანები რომლებიც ვცდილობდით როგორმე დაგვეშორიშორებინა ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები, არ მომხდარიყო უფრო მძიმე შედეგები, პირიქით ჩვენ გვაბრალებენ”.

ირაკლი ღლონტის ამბობს: „კი ბატონო, მივალთ და ვეტყვით, რომ ჩვენ, გავრილვს, პუტინს და პუტინის ხელდასმულ მონებს საქართველოში არ ვაბუინებთ. მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე ვისაუბრო,“-განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

ოპოზიციის ლიდერები შსს-ში 11:00  საათზე არიან დაბარებულები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად