დეკანოიძე: ივანიშვილის რეჟიმს თუ ჰგონია, პარლამენტში წვრილ პარტიებს შეიყვანს, იმედი გაუცრუვდებათ

„ივანიშვილის რეჟიმს თუ ჰგონია, რომ პარლამენტში შეიყვანს სხვადასხვა წვრილ პარტიებს, პირდაპირ შემიძლია ვუთხრა, რომ მას ამის იმედი გაუცრუვდებათ”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, პროპორციული სისტემით არჩევნებს ჩატარების შემდეგ, ქვეყანამ შესაძლოა კოალიციური მთავრობა მიიღოს.

„ივანიშვილის რეჟიმს თუ ჰგონია, რომ პარლამენტში შეიყვანს სხვადასხვა წვრილ პარტიებს, პირდაპირ შემიძლია ვუთხრა, რომ მას ამის იმედი გაუცრუვდებათ, ვინაიდან ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და საქართველოს სხვა სივრცეში გადასვლის, ვგულისხმობ ევროატლანტიკურ სივრცეს, ეს არის პროდასავლური ძალების გამარჯვება არჩევნებში,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...