დეკანოიძე: ივანიშვილის დაუოკებელი სურვილი იყო თავისუფალი სიტყვის დახურვა!

“ივანიშვილის დაუცხრომელი ჟინი ოყო ძალიან დიდი ხანი რომ “რუსთავი 2″ არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღეს არის.”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, “რუსთავი 2”-ის დახურვა, ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო.

“ივანიშვილის დაუცხრომელი ჟინი ოყო ძალიან დიდი ხანი რომ “რუსთავი 2” არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღეს არის. “რუსთავი 2”-დან არ ყოფილიყო დავუშვათ იმის ხმა, რომ ადამიანებს ძალიან უჭირს, რეალურად საქართველოს 35 % მოსახლეობის ფიქრობს რომ არ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, “რუსთავი 2″ არ ყოფილიყო პროდასავლური… ივანიშვილის დაუოკებელი სურვილი იყო როგორმე, რაღაცნაირად თავისუფალი სიტყვა დახუროს აქ.”,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...