დეკანოიძე: გახარია, ივანიშვილი და მათი გავრილიადა დამარცხებულია, მათი არავის ეშინია!

-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ მთავარ არხზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენეზე საუბრისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, პრემიერი გიორგი გახარია და პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს დამარცხებულია და მათი არავის ეშინია.

“გულწრფელად გეტყვით. მე საერთოდ ვერ ვხედავ რომ ეს სამოქალაქო მოძრაობა ან ზოგადად ჩვენი ერთიანი პროტესტი, რაც იყო ამ ადამიანის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დასუსტდა რამენაირად. პირიქით. შეიძლება იქ ვიღაცამ თქვას რომ ვიღაცამ აქციაზე თავები დაითვალა და ცოტა იყო. სხვათაშორის მთავრობა რომ თავებს ითვლის ძალიან ცუდია. ყველას გამოცდილებიდან ვამბობ არ შეიძლება.

ეს პროტესტი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის რომ საზოგადოების ნდობა მას არ აქვს… მოდი ვთქვათ ასე, გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი და მთელი ეს გავრილიადა თავისთავად დამარცხებულია, მათი არავის ეშინია””,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად