დეკანოიძე: გახარია არის ღუზა ბიძინა ივანიშვილის კისერზე, რომელიც მას ფსკერისკენ მიათრევს

“გახარია არის ძალიან დიდი ღუზა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის კისერზე, რომელიც მას ფსკერისკენ მიათრევს”,- ამის შესახებ „კურიერს“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

“ძალიან დიდი უტიფრობაა, როდესაც თვითონ გახარია იძიებს „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით მოვლენებს, ადამიანების დასახიჩრებას, რომელზე პასუხისმგებელი თვითონ არის.

რასაკვირველია, შსს-ს, როგორც საგამოძიებო ორგანოს არ აქვს არავითარი ნდობა ჩემი მხრიდან და არც საზოგადოების მხრიდან არ აქვს, ამიტომ რეალურად სასამართლო დარბაზში საჯაროდ მე ვუპასუხებ ყველა კითხვას.

ნებისმიერ შემთხვევაში, გახარია არის ძალიან დიდი ღუზა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის კისერზე, რომელიც მას ფსკერისკენ მიათრევს, ამიტომ აუცილებლად მოუწევს ამ ადამიანს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად