დეკანოიძე გაბუნიას მონოლოგზე: ამაზრზენი იყო ხელისუფლების საინფორმაციო გზავნილების კასკადი

ამაზრზენი იყო მთელი ხელისუფლების ეს კასკადი, საინფორმაციო გზავნილების-ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ “კურიერთან” გააკეთა.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გიორგი გაბუნიას განცხადება, რომელიც მან პირდაპირ ეთერში წაიკითხა, არ მოეწონა.

„ნამდვილად არ მომეწონა ის ლექსიკა და თვითგამოხატვა, რომელიც რეალურად, ყველა შემადგენლობაში და ყველა მოცემულობაში უნდა დავიცვათ. როგორც ზოგადად, საზოგადოების დიდ ნაწილს, მაგრამ რეალურად, ამის შემდეგ მოხდა სრული ლუსტრაცია. საავტორო გადაცემის შემდეგ, როდესაც კიდევ ვამბობ, რომ გაბუნიას თვითგამოხატვა და ის მონოლოგი, ძალიან ბევრ ადამიანს და მათ შორის მეც, არ მომეწონა, მაგრამ ამის შემდეგ, სრული ხელისუფლება, მთავრობა, ბიძინა ივანიშვილის მსახურები გამოვიდნენ, დადგენენ და გაავრცელეს განცხადებები და რეალურად, აეწყვნენ შალვა რამიშვილის გზავნილზე, რომელმაც დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ერთად დავამთავროთ “რუსთავი 2.” ეს არის სრული ლუსტრაცია,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„მართლაც ამაზრზენი იყო მთელი ხელისუფლების ეს კასკადი, საინფორმაციო გზავნილების, იმ ხელისუფლების, რომელსაც ერთი სიტყვა არ დაუძრავს მას შემდეგ, რაც გავრილოვი ჩამოვიდა, დაეშვა საქართველოს პარლამენტში სპიკერის სავარძელში,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად