დეკანოიძე: ეს ინფორმაცია ნიშნავს, რომ ყველანი ვართ სააკაშვილის მკვლელობის თანამონაწილეები, დაწსებულებაში შესვლას ვითხოვ

ეს ინფორმაცია ნიშნავს, რომ ყველანი ვართ სააკაშვილის მკვლელობის თანამონაწილეები, დაწსებულებაში შესვლა ვითხოვ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ახლა ველოდები როდის დამრთავენ ნებას, რომ შევიდე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. მე ისედაც ვაპირებდი დღეს მის მონახულებას. ყოველ მეორე დღეს შევდივარ მასთან. ახლა ველოდები ნებართვას, რომელიც მაქვს პარლამენტის თავმჯდომარისგან, როგორც პარლამენტის წევრს.

ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა ბექა ბასილაიას მხრიდან, საგანგაშო ინფორმაციაა. მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ შემიშვან ამ დაწესებულებაში, რომ მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი ინფორმაცია ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა თანამონაწილე ვართ ადამიანი მკვლელობის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ იხეილ სააკაშვილი როცა გამოდიოდა ოთახიდან, წაიქცა და საჭირო გახდა საკაცე

კომენტარები
იტვირთება...