დეკანოიძე: არ გამოვრიცხავ ამ სიტუაციაში ივანიშვილის რეჟიმმა უფრო მეტი ადამიანი დააკავოს

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ “კუიერთან” საუბრისას განაცხადა, სადაც ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავეაბს გამოეხმაურა.

“პოლიტპატიმრები, რომლებიც ახლა არიან პატიმრობაში, სრულიად უკანონოდ დიახაც წარმოადგენენ რუსი ოლიგარქისთვის საფრთხეს, სწორედ ამიტომ ცდილობს ის, რომ როგორმე გაანეიტრალოს სამოქალაქო აქტიურობა.

არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიტუაციაში ივანიშვილის რეჟიმმა დააკავოს უფრო მეტი ადამიანი, ასევე შეეცადოს იგივე ოქრუაშვილის მაგალითზე, ნიკას მაგალითზე, ხაზარაძის მაგალითზე, გააგრძელოს პოლიტიკური ველის მოსუფთავება, ისევე როგორც დასაჯოს თავისუფლების მოყვარული ადამიანები, მაგრამ რეალურად არავითარი პოლიტიკური რეპრესიას, ადამიანების დასჯას არცერთ ქვეყანაში არ მოუტანია შედეგი,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად