დეიტონში მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა 9, ხოლო დაშავდა 16 ადამიანი

ოჰაიოს შტატში, დეიტონში, შაბათ ღამით სროლა მოხდა. ქალაქის ცენტრში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა ქუჩაში. შედეგად, დაიღუპა 9, ხოლო დაშავდა 16 ადამიანი. აქამდე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ მსროლელი გაანეიტრალა. მათი მოსაზრებით, იგი მარტო მოქმედებდა.

მაიამის საავადმყოფოში Miami Valley, რომელშიც აღნიშნული სროლის შედეგად დაჭრილები გადაიყვანეს, ადასტურებენ, რომ ჰოსპიტალში 16 ადამიანი იმყოფება, თუმცა ვერ ამბობენ, რამდენად მძიმეა მათი მდგომარეობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...