დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობკომპანიასთან საპროტექსტო აქცია მიმდინარეობს

დედოფლისწყაროში მოქმედ ნავთობმომპოვებელ კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასთან” ყოფილი თანამშრომლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სახელფასო 11 თვიანი დავალიანების ნაზაღაურებას ითხოვენ.

“ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სანამ ხელფასი არ ჩაერიცხებათ, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.
მათივე მტკიცებით, დღეს დილით სოფელ მირზაანიდან კომპანიამ ნავთობით დატვირთული მანქანა დედოფლისწყაროს ნავთობბაზის მიმართულებით უკვე გამოუშვა. ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, რომ მათ დაკავებით ემუქრებიან, თუ ისინი კომპანიას მუშაობის პროცესში ხელს შეუშლიან.

დღესვე ნავთობაზასთან საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან. “ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული.
ცნობისათვის, კომპანიის თანამშრომლებმა ამ მოთხოვნით აქცია 24 იანვარსაც გამართეს.
კომპანიის მენეჯერის გიორგი ჯანიაშვილის ინფორმაციით, “ფრონტერა” მოიძიებს თანხებს და გათავისუფლებულ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას სრულად აუნაზღაურებს. კომპანია “ფრონტერას ” 80-ზე მეტი თანამშრომლის 11 თვიანი დავალიანება ჯამში 1 მილიონ ლარამდე შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად