დედოფლისწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულ მძღოლს 10 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

დედოფლისწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულ მძღოლთან კონტაქტში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ცნობილია.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით დაავადებულ მოქალაქესთან კონტაქტი 10 ადამიანს ჰქონდა. მარიეტა გონაშვილის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში ყველა ნიმუში გაგზავნეს, რომლის კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

“მოქალაქე, რომლისგანაც დაინფიცირდა საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, დედოფლისწყაროს სოფელ ოზაანიდან არის. ის მძღოლს რუსეთიდან გამოჰყვა. მოქალაქე საზღვრის გადმოკვეთისთანავე გადაიყვანეს კარანტინში. მას კახეთის რეგიონში არც ერთ ადამიანთან არ ჰქონია შეხება.

ტრაილერის მძღოლი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას მაინც ჰქონდა კონტაქტი ოჯახის წევრებთან, რამდენიმე ნათესავთან და ასევე სასწრაფო დახმარების ექიმთან, რადგან მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო”, – განაცხადა მარიეტა გონაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად