დედოფლისწყაროში, აქციას ნავთობისა და გაზის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე შეუერთდა

ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლების საპროექტო აქციას საქართველოს ნავთობისა და გაზის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე გოჩა კვიტატიანიც შეუერთდა.

“ჩვენ გვერდით ვუდგავართ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანად ითხოვენ სახელფასო დავალიანებების დარიცხვას და სამსახურში აღდგენას. კომპანიის სათაო ოფისიდან წარმომადგენლები დღეს ფარულად ჩამოვიდნენ და ნავთობის გატანას ცდილობენ. ეს არ მოხდება. სასამართლო დავა უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, ყველაფერი ამ ადამიანების სასარგებლოდ გადაწყდება”- განაცხადა გოჩა კვიტატიანმა.

კომპანიის დაზარალებული თანამშრომლები დედოფლისწყაროში აქციას დღეს დილიდან მართავენ. კომპანია “ფრონტერას ” 80-ზე მეტი თანამშრომლის 11 თვიანი დავალიანება ჯამში 1 მილიონ ლარამდე შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად