დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თამაზ ალუღიშვილთან და ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლალი იაკობიშვილთან ერთად სკოლის ეზოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ბორდიულები, წყალსარიმები, დასკვნით ეტაპზეა მოასფალტების სამუშაოები. ამით ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა დასრულდება.

სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 61 000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სკოლის ეზოში ახალი მინი სტადიონი მოეწყო.

მუნიციპალიტეტში ინფრსტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად