დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს

Covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი გრძელდება.

პროცედურის მიმდინარეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დღეს ოზაანში, არბოშიკსა და ზემო მაჩხაანში დაესწრო.
თერმოსკრინინგი ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
მასშტაბური სამედიცინო კვლევების ფარგლებში, მოქალაქეებს ტემპერატურის გაზომვასთან ერთად ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობაც ფასდება, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს კი დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად