დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში covid 19-ის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს

COVID 19-ის პრევენციის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სპეციალური ხსნარით დღეს ქ. დედოფლისწყაროს კორპუსების სადარბაზოები და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დამუშავდა.
COVID 19 -ის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მალხაზ მერაბიშვილმა კომუნალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელთან, გიორგი ნასრაშვილთან ერთად მიიღო.
მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად