დედოფლისწყაროს ბაზარი ხვალ გაიხსნება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კობა ქურციკიშვილთან ერთად დედოფლისწყაროს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზარში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვლიერა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ბაზრის შენობა გარემონტდა COVID-19-ის სტანდარტების შესაბამისად და მოეწყო ახალი სველი წერტილები.

ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ბაზარი ხვალ გაიხსნება და ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სოფლის პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში შეიძინონ, სადაც მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. შესაბამისად, აიკრძალება გარევაჭრობაც.
ბაზრის შიდა პერიმეტრის მონიტორინგს სურსათის უვნებლობის სამსახური, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მერიის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად