დედოფალ ელისაბედ მეორის მმართველობა კუნძულ ბარბადოსზე აღარ გავრცელდება

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობა კუნძულ ბარბადოსზე აღარ გავრცელდება. კუნძული ადრე კოლონია იყო, ახლა კი დამოუკიდებელი სახელმწიფო თანამეგობრობის შემადგენლობაშია, რომელსაც ლონდონი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ბარბადოსის გენერალურმა გუბერნატორმა, სანდრა მეისონმა ადგილობრივი პარლამენტის შემოდგომის სესიის გახსნისას განაცხადა.

”დადგა დრო, რომ ჩვენი კოლონიური წარსული მთლიანად დავტოვოთ უკან. ბარბადოსის ხალხს საკუთარი სახელმწიფოს მეთაური სჭირდება. ბარბადოსი გადადგამს შემდეგ ლოგიკურ ნაბიჯს სრული სუვერენიტეტისკენ და გახდება რესპუბლიკა ჩვენი დამოუკიდებლობის 55
წლისთავისთვის”, – თქვა მეისონმა.

ამრიგად, კუნძული ოფიციალურად გახდება რესპუბლიკა 2021 წელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად