დედაქალაქს 126 ერთეული BMC-ის მარკის ავტობუსი დაემატება

“BMC-ის მარკის ავტობუსები არია ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ბულგარეთში, ლონდონში”-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

” ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია “თეგეთა მოტორსი” რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ის მარკის ავტობუსები, რომელიც იწარმოება თურქეთში. BMC-ის მარკის ავტობუსები არია ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ბულგარეთში, ლონდონში.

მინდა გითხრათ, რომ ამაზე ჩვენ არ ვჩერდებით. ვაგრძლებთ დამატებით ახალი ავტობუსების შემოყვანას. ეს 126 ერთეული არის 12 მეტრიანი გაზზე მომუშავე, უკვე უახლოეს მომავალში დაიწყება აწყობა წარმოება”-ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად