დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება.

როგორც მერმა განაცხადა, ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

„ახლა რესპუბლიკის მოედანზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საახალწლოვსამზადისი. 25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. მინდა მოვიწვიო ყველა პატარა და არამხოლოდ პატარა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.”,-ამბობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

კულტურული ღონისძიებების გარდა წელს, საახალწლო ქალაქი მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი წარმოდგენებით იქნება დატვირთული.

ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და მისი თანაშემწეები მთელი დღის განმავლობაში იზრუნებენ.

წელს, ახალი ნაძვის ხის შესასყიდად დაიხარჯა – 304 848 ევროს ექვივალენტი ლარში და ახალი საახალწლო ილუმინაციების შესასყიდად დახარჯულია 667 532 ევრო ექვივალენტი ლარში”,- გვითხრეს “თბილსერვის ჯგუფში”.

პ.ს. ფოტოზე აღბეჭდილია დედაქალაქის 2018 წლის საახალწლო ნაძვის ხე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად