კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაძვირდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი ყველა იმ მოთხოვნასა და რეკომენდაციას დაიცავენ, რომელსაც დარგის სპეციალისტების მხრიდან იღებენ.

„მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის. ავტობუსები მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავდება. ჩვენ ყველა იმ მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც დარგის სპეციალისტების მხრიდან მოდის და აუცილებელია პირბადით შესვლა, როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსსა და მეტროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად