დედაქალაქის მერია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიას შეუერთდა

დედაქალაქის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან კამპანიას შეუერთდა.

ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე, ცნობადობის ამაღლების მიზნით გამართულ აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მიიღო. მერის მოადგილემ რუსთაველის გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს კამპანიასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და მათ სიმბოლური გულსაბნევები გადასცა.

„თბილისის მუნიციპალიტეტი ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. სამწუხაროდ, ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, ძალიან ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელი გვაქვს. ძალადობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ამიტომ, ყველა ქალს მოვუწოდებ, ხმა აღიმაღლონ და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყოველთვის მათ გვერდით იდგება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

16-დღიანი კამპანია საქართველოში რამდენიმე წელია ტარდება, თუმცა წელს, პირველად, სახელმწიფო უწყებების ორგანიზებით მიმდინარეობს. ცენტრალური მთავრობის ინიციატივას 30-მდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ამის პარალელურად, მიმდინარეობს კამპანია სოციალურ მედიაში. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე განსაკუთრებული ყურადღება სამართლებრივი ნორმებისა და ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა.  

კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2018 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა.

ორივე დოკუმენტი, სამოქმედო ჩარჩოს იმ დარგობრივი სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის აყალიბებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირებაში არიან ჩართული.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საინფორმაციო კამპანიაში მერის მოადგილესთან ერთად, მონაწილეობა გენდერული თანასწორობის საკითხებში დედაქალაქის მერის მრჩეველმა ნინო ბურძენიძემ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და დედაქალაქის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებების მონტაჟს იწყებს

ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის…

დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 9 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის…

თბილისის მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაცია 7 პაციენტს დაუფინანსა

დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შვიდ პაციენტს ჩაუტარდა. აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტი…

ბარათაშვილის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება

ბარათაშვილის აღმართზე კლდის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით…

ისნის რაიონის სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტი ხორციელდება

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის საუბნო ტერიტორიებზე, სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტს…

აღმაშენებლის გამზირზე 200-მდე ნეკერჩხალი დაირგვება

ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

თბილისის მერიის ორგანიზებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა…

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - „ტურიზმის…

ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში იწარმოებს

ტაქსების სანებართვო პროცედურები დღეიდან მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11…

დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა…
კომენტარები
იტვირთება...