დედაქალაქის მერია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს

როგორც IPRESS.GE-სთვის ხდება ცნობილი, დედაქალაქის მერია, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, უფრო მეტი დეტალი, ხვალ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, “აიპრესი” აქტიურად წერდა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების მოთხოვნის შესახებ.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა მათგან დამაიმედებელი პასუხი რამდენიმე თვის წინ ვერ მივიღეთ.

დღეს კი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დედაქალაქის მერია, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. დამატებით დეტალებს პროგრამის შესახებ “აიპრესი” ხვალ შემოგთავაზებთ.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად