“დედამიწის ფილტვები იწვის… გავაკეთოთ რამე მის გადასარჩენად” – დიბალა ამაზონის ტყის ხანძარს ეხმაურება

იუვენტუსის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პაოლო დიბალა ამაზონის ტყის ხანძარს ეხმაურება. როგორც ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს, თითოეულმა ჩვენგანმა ამაზონის ტყის გადასარჩენად რამე უნდა იღონოს.

“ამაზონი იწვის. ამაზონი არ არის მხოლოდ სამხრეთ ამერიკა, ის თითოეული ჩვენგანისაა. მისი ტყე არის დედამიწის ფილტვები, პლანეტის 20%.

ამაზონი არის მთელი სამყაროს ტყე და იწვის ჩვენი ჩვენი მომავალი. ამაზონი არ იმსახურებს ამას და დედამიწა არ იმსახურებს ამას და თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთოთ რამე”, – წერს პაოლო დიბალა Instagram-ზე და თან ამაზონის ფოტოსაც აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, უკვე მეთექვსმეტე დღეა, რაც ბრაზილიის ტერიტორიაზე არსებულ ამაზონის ტყეში ხანძარია, თუმცა, ამის შესახებ უცხოურმა მედიებმა სულ ახლახან დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გასულ წელს ამ რეგიონში დაახლოებით 73 000-მდე ხანძარი დაფიქსირდა. თუმცა, ამჟამინდელმა ხანძარმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ტყეზე გავრცელებული ხანძარი უკვე იმ მასშტაბისაა, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...