“დედამიწა ჩვენი საერთო სახლია” – ამ დევიზით, სამტრედიის მე-4 ბაგა-ბაღში ღონისძიება გაიმართა

"დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“– ამ დევიზით, მე–4 ბაგა–ბაღში ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, ხათუნა გაგუა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას დასაწყისშივე შეუერთდნენ.

ცოდნის ფორუმი, რომელშიც გაერთიანებული იყო თემები ბიომრავალფეროვნებაზე, ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, დედამიწასა და კოსმოსზე ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიდა.

"ვცდილობთ ბავშვებს აქედანვე ჩავუნერგოთ ბუნებისა და გარესამყაროსადმი სიყვარული. ეს სიკეთეა და სწორედ ეს სიკეთე უდევს საფუძვლად ჩვენი ბაგა–ბაღის მუშაობას“ აღნიშნა სააღმზრდელო დაწესებულების მმართველმა ნანა დუნდუამ.

მუნიციპალიტეტის მერმა შთაბეჭდილებების დაფაზე, ჩანაწერი გააკეთა და პატარებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად