დედამ სამი წლის ბავშვი ცეცხლმოდებული სახლის მე-3 სართულიდან გადააგდო, თავად კი დაიღუპა (ვიდეო)

შემთხვევა, 3 ივლისს მოხდა, აშშ-ში, არიზონას შტატის დედაქალაქ ფინიქსში.

28 წლის ფილიპ ბლანკსის თქმით, იგი მეგობართან მიდიოდა სავარჯიშოდ, როდესაც ერთ-ერთი სახლის ეზოდან ყვირილი მოესმა. მან შენიშნა, რომ სამსართულიანი სახლის მესამე სართულზე ბინა იწვოდა და მკაფიოდ გაიგონა შეძახილები: “ზემოთ ბავშვები არიან”, “გადმოაგდეთ ბავშვები”.

ბლანკსი დაუყოვნებლივ გაიქცა შენობისკენ და დაინახა შენობასთან ახლოს მდგომი მამაკაცი, რომელიც აივნიდან გადმოგდებული ბავშვის დასაჭერად ემზადებოდა.

ამჟამად დაცვის თანამშრომელს, ყოფილ საზღვაო ქვეითს და კოლეჯში დამჭერის პოზიციაზე მოთამაშე (wide receiver, მოედნის ფლანგებზე მოთამაშე, ქუოთერბექის ნატყორცნი პასები დამჭერი – “აიპრესი’) ბლანკს მამაკაცი არასაკმარიასად იყო მზად ბავვშვის დასაჭერად, სწრაფ ჩადგა მის წინ ჰაერში დაჭერილ ბავშვთან ერთად დაეშვა მიწაზე.

“ბევრი ფიქრის დრო არ იყო, მე სწრაფად მოვახდინე რეაგირება. ბავშვი ჰაერში პროპელერივით ტრიალებდა, მისი თავი იდეალურად დაეშვა იდაყვზე, მე ვიცი როგორ დავიჭირო, ფეხბურთს (იგულისხმება ამერიკული ფეხბურთი – “აიპრესი’) ვთამაშობდი, კარგი მომზადება გავიარე საზღვაო ქვეითში, მე არ ვთვლი ჩემ თავს გმირად”, – ჰყვება ბლანკი.

3 წლის ჯეიმსონის დედა, რეიჩელ ლონგი, ცეცხლში დაიწვა. “ამ ისტორიის ნამდვილი გმირი ისაა, მან თავის ბავშვების გადასარჩენად მაქსიმალური მსხვერპლი გაიღო”, ამბობს ფილიპ ბლანკსი.

არიზონას შტატის ხელისუფლება აცხადებს, 3 წლის ბიჭი და მისი 8 წლის სწრაფად გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათ დამწვრობა აქვთ მიღებული, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად