დედამ მის მოსანახულებლად მოულოდნელად მისულ ქალიშვილს ესროლა და დაჭრა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ ჟირარში მცხოვრებმა ქალმა მის მოსანახულებლად მისულ ქალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

საღამოს, დაახლოებით ცხრა საათზე, საკუთარი სახლის საძინებელში მყოფ ქალს სამზარეულოს თუ შემოსასვლელი კარის მხრიდან შემოესმა ხმაური, რომელიც სწრაფად მატულობდა. ქალი დარწმუნდა, რომ ვიღაც უახლოვდებოდა მის საძინებელს, შეეშინდა, იარაღი მოიმარჯვა და საძინებლის კარში შემომავალ პირს დანახვისთანავე ესროლა. უცებ, ის სასოწარკვეთისგან შოკში ჩავარდა.

აღმოჩნდა, რომ მისმა 18 წლის ქალიშვილმა ჰანა ჯონსმა, კოლეჯის მოსწავლემ, მისთვის სიურპრიზის გაკეთება მოისურვა და მას გაუფრთხილებლად ეწვია სახლში. საბედნიეროდ, ჭრილობა მძიმე არ აღმოჩნდა. ჰანას ტყვია ხელში მოხვდა. ექიმებმა მას ოპერაცია გაუკეთეს, ტყვიის ფრაგმენტები ამოუღეს და დამსხვრეული ძვალი ფირფიტით და 8 ხრახნით დაუფიქსირეს.

ქალს იარაღი კანონიერად ჰქონდა სახლში და არსებობს თუ არა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, ამას ადგილობრივი პროკურორი გადაწყვეტს პოლიციის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

იარაღის შეძენის უფლება აშშ-ში კონსტიტუციით არის გარანტირებული და სრულწლოვანი ასაკის მოქალაქეების მესამედზე მეტს ერთი ცეცხლსასროლი იარაღი მაინც აქვს სახლში. 2017 წელს აშშ-ში 40 000 ადამიანი მოკლეს ცეცხსასროლი იარაღით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...