დედა-შვილის მკლელობის საქმეზე დაკავებულ კაკაურიძეს ბრალი არ დაუდგინდა და გაათავისუფლეს

გუშინ, შსს-მ სპეციალური ბრიფინგი გაამართა და  2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მათი განცხადებით, სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ 2-მა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა.  

ასევე მათი განცხადებით, "აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მიმდინარეობს. 

რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის ჩამდენ პირებს, მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია".

როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, დღეს შსს-ს მიერ დაკავებული ირაკლი კაკაურიძე, რომელიც სამართალდამცავებმა დედა-შვილის მკლველობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გათავისუფლებულია. 

კაკურიძეს ბრალი არ დაუდგინდა და შსს-მ იგი გაათავისუფალა. აღნიშნული ინფორმაცია "აიპრესთან" ირაკლი კაკაურიძის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. 

მათი განცხადებით, "ვინაიდან აღნიშნულ სახლში ხშირად ისვენებდნენ, რის შესახებაც მეზობლებმა იცოდნენ ერთ-ერთმა მათგანმა დაასახელა ირაკლი კაკაურიძის სახელი და გვარი, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ით გაჟღერდა.  

ირაკლი კაკაურიძე უდანაშაულოდ სცნეს და გამოუშვეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი სახელი გაჟღერდა ამ შემზარავ ფაქტთან კაშირში. მას სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყვას. ერთ-ერთი მათგანი სკოლაში სწავლობს და ამ ფაქტის გამო, მას სკოლაში მისვლა არ უნდა", – გვითხრეს ოჯახის წევრებმა. 

ცნობისთის, შსს-მ დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად