ნაქირავებ ბინაში გაჩენილი და შემდეგ გაუჩინარებული ახალშობილის დედა დააკავეს

ნაქირავებ ბინაში გაჩენილი და შემდეგ გაუჩინარებული ახალშობილის დედა დააკავეს. შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოხდა.

დედა, რომელმაც შვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ რომ გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა დაქირავებულ ბინაში გააჩინა, შემდეგ ბავშვის მამას დაურეკა, მკვდარი ახალშობილის ცხედარი მისცა და დაამარხინა. ახალშობილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპეტიზა.

შემთხვევა ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ახალნამშობიარებმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის ამდრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსები მედიასთან არ საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად