დებატებმა ზელენსკის გამარჯვების შანსები გაზარდა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარებულმა დებატებმა ზელენსკის გამარჯვების შანსი გაზარდა.

დებატების წინა დღეს სოციოლოგიურ ჯგუფ “რეიტინგის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მათგან, ვინც მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას გეგმავდა და უკვე ჩამოყალიბებული იყო არჩევანში, 73% ზელენსკისთვის აპირებდა ხმის მიცემას, , ხოლო 27% კი პოროშენკოსთვის. ზელენსკის გამარჯვებაში 62% იყო დარწმუნებული, პოროშენკოს გამარჯვებაში კი მხოლოდ 17%.

უშუალოდ დებატების დაწყების წინ ბუკმეკერების მიერ პოროშენკოსთვის არჩევნებში გამარჯვებითვის მაქსიმალური კოეფიციენტი 4 იყო, ხოლო ზელენსკისთვის – 1,3.

დებატების შემდეგ ბუკმეკერებმა ჩათვალეს, რომ ზელენსკის შანსებმა მოიმატა და ამჯერად პოროშენკოს გამარჯვებაზე დაწესებული კოეფიციენტის სიდიდე 5,75-ს აღწევს, ზელენსკის შემთხვევაში კი კოეფიციენტის სიდიდე 1,1-მდე შემცირდა.

უკრაინული ბუკმეკერული კომპანიების აზრით, ზელენსკის გამარჯვების შანსი 80%-ია, პოროშენკოსი კი მხოლოდ 20%

საზღვარგარეთული კომპანიები, რომლებიც უკრაინის არჩევნების მე-2 ტურზე ფსონებს მიიღებენ, კიდევ უფრო მეტად არიან დარწმუნებულები ზელენსკის გამარჯვებაში. ისინი თვლიან, რომ ზელენსკის გამარჯვების შანსი 85-90%-ის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში პოპულარული ბუკმეკერული კომპანია “პარიმატჩი” დებატების დაწყების წინ იღებდა ფსონებს დებატების დროს ანდიდატთა მოსალოდნელ ქცევებზე. კლიენტებს შეეძლოთ დაედოთ ფსონი მასზედ, რომ რომელიმე კანდიდატი ოპონენტს სახეში წყალს შეასხამდა (კოეფიციენტი 25-ის ტოლი იყო), რომ დებატებს დასრულებამდე მიატოვებდა პოროშენკო (კოეფიციენტი 7),
ან ზელენსკი (კოეფიციენტი 3) და ა.შ.

მოამზადა: რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...