დეა გოშხეთელიანის საქმეზე მისი ყოფილი მეუღლე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ოჯახში ძალადობისთვის გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისში გ.ბ-მ ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილისა და ასევე არასრულწლოვანი დის თანდასწრებით სცემა, ხოლო მეუღლის მამას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.

გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...