დე ფაქტო ცხინვალი ქართველ ძალოვნებს “დრონის” ჩამოგდებაში ადანაშაულებს – თბილისი ბრალდებას უარყოფს

ოსური მედია დღეს ქართულ მხარეს ე.წ. კვადროკოპტერის ჩამოგდებაში ადანაშაულებდა. თუმცა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებებენ, რომ არასწორი ინფომაცია გავრცელდა. ​

სუს-ში “აიპრესს” განუცხადეს, რომ “მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ცნობისთვის, ოსური სააგენტო Сominf.org-ის ინფორმაციით: “დილით, 1 სექტემბერს უპილოტო საფრენი აპარატი (გადამღები ე.წ. კვადროკოპტერი ​), რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების კუთვნილი იყო, ჰუმანუტარულ ოპერაციას ასრულებდა ე.წ. საგუშაგო უისტასთან(სოფელი წნელისი)მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახორციელებდა ვიდეო თვალთვალს ე.წ.საზღვართან.

დაახლოებით 10:00 საათისთვის ქართულმა მხარემ ხაშურის მუნიციპალიტეტის საგუშაგო “კობიდან”  ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ე.წ. კვადროკოპტერს ტყვიამფქვრევიდან ცეცხლი გაუხსნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. შედეგად ე.წ. კვადროკოპტერი ჩამოაგდეს, რომელიც ე.წ. საზღვრის ხაზთან დავარდა”.

.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...