დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გახსნილია 152 საარჩევნო უბანი, ხოლო კიდევ ორი მოსკოვსა და ჩერკესკში.

ე.წ. საპრეზიდენტო პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, ე.წ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბა და ე.წ. ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა.

10 იანვარს დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა წინა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც 2019 წლის სექტემბერში ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად