დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია დაასახელა.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ასლან ბჟანიამ 53 741 ხმა მიიღო, რაც ხმათა 56,5%-ს შეადგენს. მისი უახლოესი მოწინააღმდეგე იყო ვიცეპრემიერი და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, მან ხმათა 35,42% დააგროვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მას მერე ჩატარდა, რაც იანვარში თანამდებობა დატოვა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც ე.წ. პრეზიდენტი 2019 წლის აგვისტოში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გახდა. მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი კი მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად