დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრად ალექსანდრ ანქვაბი დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რესპუბლიკის ე.წ. პრემიერმინისტრად ალექსანდრ ანქვაბი დანიშნა, რომელიც აქამდე დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად იყო არჩეული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეკითხვაზე, თუ როგორი იქნება მისი პირველი ნაბიჯი, მან განაცხადა, რომ პირველ რიგში აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას აპირებს.

“შემდეგ სხვა პრობლემების მოგვარებაზე გადავალ, რაც ძალიან ბევრია”, – აცხადებს ბჟანია.

ანქვაბი დე ფაქტო აფხაზეთის მესამე ე.წ. პრეზიდენტი იყო. იგი რესპუბლიკას სათავეში 2011-დან 2014 წლამდე ედგა. მან სერგეი ბაღაფში, მისი სიკვდილის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების შედეგად ჩაანაცვლა. ანქვაბი 2014 წლის 1 ივნისს გადადგა. ამის მიზეზი კი მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა, რომელსაც სათავეში ოპოზიციური ძალები, მათ შორის რაულ ხაჯიმბაც ედგა, რომელიც შემდეგ გახდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად