დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა მარტივდება

ბიზნესის ხელშეწყობისა და ადმინისტრირების დანახარჯების შემცირების მიზნით, მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მარტივდება დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა.

ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად მარტივდება გადასახადის ადმინისტრირების პროცესი, მცირდება ბიზნესის დანახარჯები და დრო. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ბიზნესს, განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომლებმაც COVID-19 -ის პანდემიის გამო ახლა შეძლეს ბიზნეს პროცესების განახლება, მათ კიდევ უფრო შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ვალდებულებები, რაც დაეხმარებათ სწრაფად აღდგენაში და შემდგომ განვითარებაში.

ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მომზადებული ცვლილებებით, გადამხდელებისთვის რომლებსაც მოწესრიგებული აღრიცხვა აქვთ:

  • სრულად უქმდება 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური;
  • იხვეწება დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის კრიტერიუმები – საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი;

დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით.

აღსანიშნავია, რომ დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურის გამარტივება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომლის გადაწყვეტაზეც მთავრობა ბიზნესთან ერთად აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული ინიციატივა სრულად ასახავს ბიზნესის ინტერესებს და შედგენილია სწორედ ბიზნესის მხრიდან დაყენებული წინადადებებისა და მოსაზრებების შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად