დაზიანებული ბოინგი, 128 მგზავრით ბორტზე, მშვიდობიანად დაეშვა (ვიდეო)

მადრიდის აეროპორტში ამ წუთებში დაზიანებული თვითმფრინავი დაეშვა

მადრიდის აეროპორტის ტორონტოს მიმართულებით აფრენილმა ბოინგ 767-ის პილოტმა აფრენიდან ნახევარ საათში აცნობა აეროპორტს, რომ უწესივრობის გამო უკან დაბრუნდებოდა, თუმცა, იმის გამო, რომ ერთ-ერთი შასი იყო დაზიანებული, მადრიდის თავზე იტრიალებდა, რათა საწვავი გაეხარჯა და დაჯდომისას რისკის შემცირებულიყო. შასის დაზიანებამ ერთ-ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლაც გამოიწვია. ბოინგზე 128 მგზავრი, მათ შორის ორი ჩვილი იმყოფებოდა.

პილოტის მიერ სიგნალის მიღებისთანავე ზეცაში F-18 აფრინდა და ბოინგს მიუახლოვდა. F-18-დან ბოინგის  პილოტს რაციით გაესაუბრნენ, დაზიანების დასადგენად ფოტოები გადაიღეს და ბაზაზა დაბრუნდნენ, მადრიდის აეროპორტში კი განგაში გამოცხადდა და  ავარიული სამსახურები სრულ მზადყოფნაში მოიყვნეს.

ახლახან, აფრენიდან (14 საათი და 33 წუთი) თითქმის ხუთი საათის შემდეგ (19 საათსა და 15-დან 30 წუთამდე შუალედში), თვითმფრინავი აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად