დავითულიანი: ხაბეიშვილი 2 წელია ცდილობს ვიღაცამ სცემოს, სამწუხაროდ, მიაღწია მიზანს

” ჩემი აზრით, 2 წელია ხაბეიშვილი ცდილობს რომ გაილახოს”-ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის საკრებულოში მომხარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

“იჯდა ლევან ხაბეიშვილი დაახლოებით 1 კვირის წინ ეთერში, თქვა რომ ჩვენ შეგვიძლია დამლაგებლების ხელფასის ზრდა და არ ვუმატებთ. ამას მოაყოლა რომ უმრავლესობის ყველა წევრი არის იდიოტი, არაკაცი და უნამუსო თუ რაღაც ასეთი-ფარჩაკი!

ამას დღეს მიუბრუდა ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა. უთხრა რომ უნამუსო და ფარჩაკი თუ ვინმეა ამ საკრებულოში, პირველრიგში ეს თვითონ არის. ამას მოყვა შეხლა-შემოხლა და ჩხუბი.”,-ამბობს დავითულიანი.

ამასთან, ბექა დავითულიანი ამბობს რომ “ლევან ხაბეიშვილი 2 წელია ცდილობს გაილახოს”

“კომისიის სხდომაზე მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი, რომელსაც წინ უძღვოდა დამწუხარო ამბავი, როდესაც  დაახურა მთელ უმარვლესობას. იდიოტი, არაკაცები ეძახა. ახლა, მე რომ მოვბრუნდე და შეურაცხყოფა მივაყენო, დედა შევაგინო საკრებულოს სხდომაზე რომელიმეს ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან ამაზე თქვენი აზრით არ ველი, იგივე პასუხს პასუხს? 2 წელია ეს ადამიანი ცდილობს ეს გამოიწვიოს, ვიღაცამ სცემოს! სამწუხაროდ,  ამ მიზანს მიაღწია. ჩემი აზრით, 2 წელია ხაბეიშვილი ცდილობს რომ გაილახოს”,-ამბობს დავითულიანი.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად