დავითულიანი: ჩემი ძაღლი უფრო მიყვარს ვიდრე ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა, “მთავარ არხთან” განაცხადა.

“მე ლევან ხაბეიშვილს ძაღლს არ ვუწოდებდი. ძაღლები ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი ძაღლები მყავს. მე ჩემი ძაღლი უფრო მიყვარს ვიდრე ლევან ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილი არ არის ჩემი კოლეგა. ჩემი ძაღლი ბევრად მიყვარს, ვიდრე ლევან ხაბეიშვილი. პირად შეურაცხყოფას მაყენებს და იღებს იგივე პასუხს”,-ამბობს დავითულიანი.

ცნობისთვის, ხმაური იყო საკრებულოში – სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად