დავითოღლუ: ტერორისტი, რომელმაც დღეს თავი აიფეთქა, “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო

თურქეთის პრემიერმინისტრის აჰმედ დავითოღლუს განცახდებით, თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც დღეს სტამბოლში თავი აიფეთქა, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო, – აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

დავითოღლუს განცხადების მიხედვით, აფეთქების შედეგად დაღუპულ მოქალაქეთა შორის თურქი არცერთი არაა, ყველა უცხოელია, ხოლო იმ 15 ადამიანს შორის, რომლებმაც აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღეს, უმრავლესობა გერმანელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბოლში, "სულთან-აჰმედის" მოედანზე აფეთქება მოხდა, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...