დავითოღლუ: ჩამოგდებული უპილპტო აპარატი რუსული წარმოების იყო

თურქეთის პრემიერის განცხადებით უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც თურქმა სამხედროებმა თურქეთს საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს, რუსული წარმოების იყო.

INTERFAX.RU -ს ინფორმაციით თავითოღლუმ არ იცის ეკუთვნოდა თუ არა ჩამოგდებული აპარატი რუსეთს. თურქეთის პრემიერის თქმით რუსეთის მხარემ დაარწმუნა ის, რომ უპილოტო აპარატი რუსეთს არ ეკუთვნოდა. დავითოღლუს ვარაუდით შესაძლოა აპარატი ქურთ მებრძოლებს, ან სირიის სამთავრობო ძალების კუთვნილება იყო. დავითუღლუს მოსაზრებით ამიერიდან ყველას ეცოდინება, რომ თურქეთის საჰაერო სივრცეში შემოჭრა დაუსჯელი არ დარჩება. 16 ოქტომბერს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს,თურქეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად