დავითაშვილი: წყალტუბო იქნება იმერეთის რეგიონის განვითარების ძირითადი ლოკომოტივი

„წყალტუბო იქნება რეგიონული ცენტრი, ის გახდება მთელი დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი, იმერეთის რეგიონის განვითარების ძირითადი ლოკომოტივი ისევე, როგორც აბასთუმანის პროექტი სამცხე-ჯავახეთისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჟურნალისტის მიერ წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

„ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი უმსხვილესი ინვესტორია იმ სფეროში, სადაც ქვეყანას განვითარება სჭირდება. ვფიქრობ, ყველა ეს ისტორიული პროექტი განხორციელდება წარმატებით. მოკლე დროში როგორც წყალტუბოში, ისე სამცხე-ჯავახეთში ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად