დავითაშვილი: ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადაა.

“პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, შეზღუდვების პირობებში. ამიტომ, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე თვითონ ინდივიდუალურად საწარმოებთან, რათა პურის ფასი შევინარჩუნოთ. მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია ან მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასის, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემს გადაწყვეტის საშუალებას, ეს შეუძლებელია. ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა.

ერთი – დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას განსაკუთრებით ზოგიერთ აგროსასურსათო პროდუქტზე, ეს პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიას, ხორბალს ეხება, ჩვენი მიზანი იყო წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და მეტი მარაგი იქმნება იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში და მიიღონ სუბსიდირება. სუბსიდიის თანხა არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია პურის წარმოებაში, იყოს დაფიქსირებული. აქ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ კონკრეტულად, ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს“, – განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...