დავითაშვილი: საქართველოს ტყის საფარის მოვლა ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობა

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მე-6 პლენარული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვის დროს განაცხადა.

„საქართველოს ტერიტორიის 40% ტყის საფარია. მისი მოვლა ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. ჩვენ, პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების დროს, პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად