დავითაშვილი ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე: ძალადობის ფაქტები იქნება აღკვეთილი

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და “ქართული მარში” კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ძალადობაზე გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და ძალადობის ფაქტები იქნება აღკვეთილი.

“გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ამ ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით, რომელიც დეტალურად ასახავდა სახელმწიფოს პოზიციას და ჩვენ ამ პოზიციას მთლიანად ვეთანხმებით. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ამიტომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტს დარწმუნებული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აღკვეთავენ და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება ნებისმიერ ასეთ შემთხვევას. ძალადობაზე გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და ძალადობის ფაქტები იქნება აღკვეთილი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად