დავითაშვილი NDI-ს კვლევაზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ ჩვენი გაკეთებული საქმის სწორედ მიტანა მოვახერხოთ

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრმა NDI-ს კვლევის ის ნაწილი შეაფასა რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 60% უარყოფითად აფასებს.

“აქ არის ორი საკითხი: ერთი რომ ცალსახად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ ჩვენი გაკეთებული საქმის სწორედ მიტანა მოვახერხოთ ჩვენ მოსახლეობამდე, რათა აღქმები იყოს ადეკვატური. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, იცით რომ კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში, არსებობენ ძალები, რომელებიც იქნებიან დაინტერესებული საწინააღმდეგოში – ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება NDI-ს კვლევებს: NDI-ს კვლევებში ცდომილება ძალიან ბევრჯერ და ძალიან ხშირად დამტკიცდა. წინა წლებშიც, მათი შეფასებები არ გამართლდა რეალურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა რომ NDI-ი არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩემი ვფიქრობ ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე ამ სუბიექტურ ფაქტორზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს – რესპონდენტთა 60 %-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს, 32 %-ის შეფასებით – „კარგად“, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 6%-მა დააფიქსირა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად