დავითაშვილი: მიუღებელია, როცა ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი, რომ ბრაკონიერები არიან დასაცავი

“პრინციპულად მიუღებელია, როდესაც ხდება საზოგადოების აზრის ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომ ბრაკონიერები არიან დასაცავი “, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მდინარე ალაზანზე მომხდარი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა.

“პრინციპულად მიუღებელია, როდესაც ხდება საზოგადოების აზრის ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომ ბრაკონიერები არიან დასაცავი და ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა, ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, მისი ხელყოფა შეიძლება. ეს ადამიანი დაჭრილია საკმაოდ მძიმედ და მას ჯერ კიდევ აქვს ჭრილობები, მისი ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ რთულია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელსა და ბრაკონიერებს შორის მომხდარ ფაქტზე, დამნაშავის დადგენა გამოძიების საგანია.

“ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია. ერთია, რას იტყვის ადვოკატი და მეორე, რას იტყვის გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე მე ვერ მოგახსენებთ – ვინ ისროლა პირველმა, ვინ მეორე, ვინ მართალია და ვინ არა. ეს ყველაფერი გამოძიების საგანია”, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად