დავითაშვილი დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანაზე:აქ აპოკალიფსური არაფერია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანა კანონის დაცვით ხდება.

„დენდროლოგიური პარკების მშენებლობა არის ზოგადად საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა, რაც შეეხება საქართველოში დღეს მიმდინარე ამ გადარგვის პროცესს, ეს ხდება აბსოლუტურად კანონის შესაბამისობაში, რადგან არსებობს სპეციალური ნებართვები და განსაზღვრულია მთელი რიგი პირობები და კანონმდებლობა კიდევ ბევრ რამეს განსაზღვრავს, როცა ასეთი ტიპის ოპერაციები სრულდება.ასეთი ტიპის ოპერაციების სწორად შესრულებაზე პასუხისმგებელია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და თითოეულ პირობას, რომელიც გაცემულია, ჩვენ ვუკეთებთ მონიტორინგს, მერწმუნეთ, იქ მოხდება როგრც ნიადაგის რეკულტივაცია, ისე ბიოლოგიური საფარის აღდგენა და აქ არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება. პირიქით, ვფიქრობ, ეს გაზვიადებულია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად