დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერით შევძელით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პოლიტიკის შემუშავება

გგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარდგენისას განაცხადა.

“2012 წელს, როდესაც პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პოლიტიკის შემუშავება დაიწყო, სახელმწიფო ფინანსური რესურსი იყო ძალიან ცოტა, ამბიცია კი იყო დიდი – სოფლის მეურნეობის დარგი უნდა განვითარებულიყო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა უნდა გაჩენილიყო არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ქვეყანამ შეძლო ამ პოლიტიკის განხორციელების დაწყება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენი ამბიციური პოლიტიკა უცვლელია. ჩვენ მას ვახორციელებთ და ვახორციელებთ წარმატებით” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად